Accessibility links

ძიუოდისტ ოქრუაშვილისთვის ოლიმპიადა პირველივე შერკინებით დასრულდა


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები წარუმატებელი გამოდგა ძიუდოისტ ადამ ოქრუაშვილისთვის (წონითი კატეგორია 100+ კგ). 23 წლის თბილისელმა ათლეტმა იოლად დათმო თავისი პირველივე შერკინება გამოცდილ გერმანელ სპორტსმენთან, ანდრეას ტიოლცერთან, და ასპარეზობას გამოეთიშა. ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი დღეს მთავრდება. საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს მედალია: 29 ივლისს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 20 წლის გორელმა სპორტსმენმა ლაშა შავთადუაშვილმა (66 კგ-მდე წონითი კატეგორია). დღეს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს: 85 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძალოსანთა შეჯიბრებაში ჩაებმება ევროპის ჩემპიონი, ქუთაისელი რაულ ცირეკიძე.
XS
SM
MD
LG