Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ახალი ელჩი ავღანეთში


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ახალი ელჩი ავღანეთში - გამოცდილი დიპლომატი ჯეიმს კანინგჰემი. ის შეცვლის რაიან კროკერს, რომელიც მაისში გადადგა ჯანმრელობის მდგომარეობის გამო ხანგრძლივი წარმატებული კარიერის შემდეგ. კანინგემი წელიწადზე მეტი ხანი მუშაობდა ქაბულში აშშ-ის ელჩის მოადგილედ. მანამდე ის იყო ისრაელში აშშ-ის ელჩი, მუშაობდა აშშ-ის წარმომადგენლობებში ჰონგ-კონგში, ნატოსა და გაეროში.
XS
SM
MD
LG