Accessibility links

აშშ-ის კონგრესმენი რუსეთს ”კავკასია 2012”-ის გაუქმებისკენ მოუწოდებს


აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი კრის სმიტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გააუქმოს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები - ”კავკასია 2012”. კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა გეგმები ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც - ”რეგიონებში, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია საქართველოს ტერიტორიებად და რომელთა ოკუპირება და მილიტარიზებაც უკანონოდ განახორციელა რუსეთის ხელისუფლებამ - საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ.” შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, წვრთნები გაიმართება 17-23 სექტემბერს - ერთ კვირაზე ოდნავ მეტით ხნით ადრე, ვიდრე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. კონგრესმენი სმიტი სამხედრო წვრთნების გეგმას ”დაშინების უხეშ მცდელობას” უწოდებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG