Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ არ მიიღებს


საქართველოს მოქალაქეებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უვიზოდ გამგზავრება დროებით ეზღუდებათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უვიზო რეჟიმი 5 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით შეჩერდება, რის მიზეზადაც სახელდება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტის ჩატარება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობა. “აღნიშნულ პერიოდში ირანის ისლამურ ესპუბლიკაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს. ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 2012 წლის 1 სექტემბრიდან, კვლავ ამოქმედდება „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ" შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG