Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურასთან გაიმართა "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია


3 აგვისტოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავარი პროკურატურის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია გამართეს. "დააყადაღე პროკურატურა" - ამ სახელწოდების აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან სიმბოლურად მიიტანეს რკინის კარი წარწერით - "დაყადაღებულია". როგორც გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას ყადაღა "მაესტროს" სატელიტურ ანტენებზე. მისი თქმით, ტელეკომპანიას კუთვნილი ქონება უნდა დაუბრუნდეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია ”მაესტროს” ქონების დაყადაღებას გამოხატვის თავისუფალებისა და კერძო ბიზნესში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის პრობლემებად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG