Accessibility links

logo-print

ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი საქართველოს გუნდმა ერთი ოქროს მედლით დაასრულა


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს სამი სპორტსმენი გამოდის. წარუმატებელი გამოდგა სტარტი ძიუდოისტ ადამ ოქრუაშვილისთვის (წონითი კატეგორია 100+ კგ). 23 წლის თბილისელმა ათლეტმა იოლად დათმო თავისი პირველივე შერკინება გამოცდილ გერმანელ სპორტსმენთან, ანდრეას ტიოლცერთან, და ასპარეზობას გამოეთიშა. ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი დამთავრდა. საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს მედალია: 29 ივლისს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 20 წლის გორელმა სპორტსმენმა ლაშა შავთადუაშვილმა (66 კგ-მდე წონითი კატეგორია). დღეს ევროპის ჩემპიონმა, ქუთაისელმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ, 85 კგ-მდე წონითი კატეგორიის ათლეტთა შეჯიბრებაში, ორჭიდში, 362 კილოგრამი დააგროვა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. თუმცა, მას გაუჭირდება ამ პოზიციის შენარჩუნება, რადგან საღამოს ასპარეზობაში ჩაებმება 12 უძლიერესი ძალოსანი. საღამოსვე, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე, სიგრძეზე მხტომელთა შეჯიბრებაში სტარტზე გამოვა 25 წლის თბილისელი მძლეოსანი ბოლესლავ სხირტლაძე.
XS
SM
MD
LG