Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა საგარეო უწყების ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი


დღეს დილით თბილისში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგა გომიაშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი მოიკლა. ამჟამად გარდაცვლილის ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება. გოგა გომიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა 2004-2005 წლებში, სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს. მან თანამდებობა დატოვა 2005 წლის მაისში, რის შემდეგაც ბიზნესსექტორში მუშაობდა.
XS
SM
MD
LG