Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სასამართლომ უარყო ახალი კანონი, რომელიც იცავს მაღალი რანგის პირებს


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ უარყო კანონი, რომელიც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს იცავს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ბრალდებით გასამართლებისაგან. კანონი ივლისში მიიღეს, როგორც ჩანს, ახალი პრემიერ-მინისტრის, რაჯა ფერვეზ აშრაფის დასაცავად. სასამართლომ წელს, ივნისში გადადგომა აიძულა პაკისტანის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, იუსუფ რაზა გილანის სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში ბრალდების საფუძველზე მას შემდეგ, რაც გილანიმ არ შეასრულა მოთხოვნა, ხელი შეეწყო პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის კორფუციაში ბრალდების გამოძიების განახლებისათვის. ახლა სასამართლომ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს 8 აგვისტომდე მისცა დრო სასამართლოს მოთხოვნაზე საპასუხოდ - მას თხოვენ, წერილობით მიმართოს შვეიცარიას პაკისტანის პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციაში ბრალდებასათნ დაკავშირებული საქმის ისევ განსახილველად.
XS
SM
MD
LG