Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანმა თავდასხმები მოაწყო პაკისტანის საზღვრის მახლობლად


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპნენ პარასკევს, ასობით სავარაუდო თალიბი ექსტრემისტის მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად. ექსტრემისტებმა ეს იერიშები განახორციელეს აღმოსავლეთში მდებარე კონარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. პროვინციის წარმომადგენლების მონაცემებით, ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ერთბაშად ხუთ რაიონზე. საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, პროვინციის პოლიციის უფროსი, ევაზ მუჰამად ნაზირი აცხადებს, რომ მოკლულია ათობით ექსტრემისტი და რომ მეამბოხეებმა მთებს შეაფარეს თავი მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდნენ ავღანეთის უშიშროების ძალების წევრები და უცხოელი ჯარისკაცები.
XS
SM
MD
LG