Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიგრძეზე მხტომელი სხირტლაძე ფინალს მიღმა დარჩა


დღეს, გვიან საღამოს, ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე, სიგრძეზე მხტომელთა შეჯიბრებაში იასპარეზა 25 წლის თბილისელმა მძლეოსანმა ბოლესლავ სხირტლაძემ, რომელიც თავის საუკეთესო ცდაში 7,26 მეტრზე გადახტა და ფინალს მიღმა დარჩა. დღესვე სტარტზე გამოვიდა საქართველოს კიდევ ორი სპორტსმენი: ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი და ძალოსანი რაულ ცირეკიძე. ოქრუაშვილმა (წონითი კატეგორია 100+ კგ) იოლდ დათმო შერკინება გერმანელ ანდრეას ტიოლცერთან და ასპარეზობას გამოეთიშა; ხოლო ცირეკიძემ (85 კგ-მდე წონითი კატეგორია) ორჭიდში მეცხრე ადგილი დაიკავა (362 კგ). ამრიგად, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია: 29 ივლისს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 20 წლის გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავთადუაშვილმა.
XS
SM
MD
LG