Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იდენტიფიცირებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ორი ჯარისკაცი


დნმ-ის ანალიზის შედეგების შესაბამისად, მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების - სერჟანტ ზურაბ ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის, გელა თიგიშვილის იდენტიფიცირება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. სერჟანტი ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი სერჟანტი თიგიშვილი - 2006 წლიდან. მათ მიღებული აქვთ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული". დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
XS
SM
MD
LG