Accessibility links

logo-print

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის თაობაზე გაეროს რეზოლუცია დაგმეს


რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ სირიის თაობაზე მიღებული რეზოლუცია ძირს უთხრის ქვეყანაში სამშვიდობო პროცესს. რეზოლუცია თავის მხრივ აკრიტიკებს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, ასევე სირიის მთავრობას. საუდის არაბეთის ინიციატივით შედგენილ რეზოლუციას 31 აგვისტოს 133 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 31 თავი შეიკავა. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის იყვნენ რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც რამდენჯერმე ჩააგდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მცდელობა, მკაცრი სანქციები დაწესებულიყო დამასკის წინააღმდეგ. მოსკოვის თანახმად, რეზოლუცია „აშკარა მხარდაჭერას უცხადებს სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას.“ პეკინის თანახმად კი მხოლოდ სირიის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციით „კონფლიქტი გაღრმავდება და იგი მთელ რეგიონს მოედება.“ გაეროს თანახმად, სირიაში მიმდინარე წელიწადნახევრიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქვეყანაში დაახლოებით 19 ათასი კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG