Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედი დიპლომატის გაძევებისათვის ევროკავშირმა გააფრთხილა ბელორუსია


ევროპის კავშირის საერთაშორისო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა პარასკევს გააფრთხილა ბელორუსია, რომ ბრიუსელი მიიღებს „შესაბამის ზომებს“ შვედეთის ელჩის მინსკიდან გაძევების პასუხად. შვედეთი აცხადებს, რომ ბელორუსიამ ქვეყნიდან გააძევა ელჩი სტეფან ერიკსონი, რომელიც ადრე ბელორუსიის ოპოზიციის წევრებს შეხევდა. შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა მინსკის ქმედებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა, ხოლო სამინისტრომ განაცხადა, რომ არ მისცემს აკრედიტაციას ბელორუსიის ახალ ელჩს და, შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევოს ორი ბელორუსი დიპლომატი. თავის მხრივ, ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი სავინიხმა განმარტა, რომ ბელორუსიის ხელისუფლებას შვედი ელჩი კი არ გაუძევებია, არამედ მას არ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა.
XS
SM
MD
LG