Accessibility links

ავღანეთში ახალი ზელანდიელი ჯარისკაცები დაიღუპნენ


მოიერიშეების თავდასხმის შედეგად ავღანეთის ახალი ზელანდიის სამხედრო ქვედანაყოფის ორი ჯარისკაცი დაიღუპა. კიდევ ექვსი სამხედრო კი დაიჭრა. ნატოს სარდლობის ცნობით, ავღანეთის ცენტრალურ ბამიანის პროვინციაში თალიბები თავს დაეხსნენ ჯარისკაცთა ჯგუფს, რომლებიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დახმარებას ცდილობდნენ. ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი 140 კაციან ქვედანაყოფს ავღანეთიდან 2013 წლის ბოლოსათვის გაიყვანს. კოალიციის საბრძოლო ოპერაციის განმავლობაში ავღანეთში, ახალი ზელანდიის ქვედანაყოფმა 7 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
XS
SM
MD
LG