Accessibility links

logo-print

თურქეთის აღმოსავლეთ საზღვარზე შეტაკება მსხვერპლით დასრულდა


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკება მოხდა თურქ სამხედროებსა და ქურთ მუშათა პარტიის მებრძოლებს შორის. შეტაკებაში 19 კაცი დაიღუპა. პროვინციის თავკაცის ხაკიარი ალიმოღლუს ინფორმაციით მოკლულთა შორის 6 თურქი ჯარისკაცია, ორი ადგილობრივი და 11 ქურთი მეამბოხე. კიდევ 15 თურქი სამხედრო დაიჭრა. ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთ მეამბოხეთა ჯგუფი თავს დაესხა ერაყის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთ სოფელში განლაგებულ თურქ ჯარისკაცთა პოსტს. ქურთ მუშათა პარტიის სამხედრო დაჯგუფებები 27 წლის განმავლობაში აწარმოებენ ბრძოლას თურქეთის წინააღმდეგ. ამ ხნის მანძილზე 40 ათასი კაცი მოკვდა. თურქეთი, აშშ-ი და ევროკავშირი ქურთა მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG