Accessibility links

logo-print

ზურაბ დათუნაშვილმა ოლიმპიადა მოგებით დაიწყო


ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე დღეს ბრძოლაში ჩაებნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით აიღო სტარტი ზურაბ დათუნაშვილმა. 21 წლის თბილისელმა მოჭიდავემ წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა კორეელ კიმ ჯინ ჰიოკს და აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. მერვედფინალში დათუნაშვილის მეტოქე იქნება აშშ-ის წარმომადგენელი ბენჯამინ პროვიზორი.
XS
SM
MD
LG