Accessibility links

logo-print

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ზურაბ ტურაშვილი, რომლის იდენტიფიცირებაც დნმ-ის საშუალებით მოხერხდა, 5 აგვისტოს ყვარელში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ. სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. დნმ-ის ანალიზის შედეგების შესაბამისად, ასევე, მოხდა უფროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის იდენტიფიცირებაც. სიკვდილის შემდგომ ორივე ჯარისკაცი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.
XS
SM
MD
LG