Accessibility links

logo-print

ზურაბ დათუნაშვილი ოლიმპიური ტურნირის მეოთხედფინალშია


ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე დღეს ბრძოლაში ჩაებნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით აიღო სტარტი ზურაბ დათუნაშვილმა, რომელმაც დამაჯერებლად დაძლია პირველი ორი წრე. 21 წლის თბილისელმა მოჭიდავემ ჯერ აშკარა უპირატესობით აჯობა კორეელ კიმ ჯინ ჰიოკს, შემდეგ კი წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა ამერიკელ ბენჯამინ პროვიზორს. მეოთხედფინალში დათუნაშვილის მეტოქე იქნება აზერბაიჯანელი ემინ აჰმადოვი.
XS
SM
MD
LG