Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი კაცი დაიღუპა სიქურ ტაძარში, შტატ ვისკონსინში


შვიდი კაცი დაიღუპა შტატ ვისკონსინის ქალაქ ოუკ-კრიკში მდებარე სიქურ ტაძარში ატეხილი სროლის შედეგად. პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილი აწარმოებს თავდამსხმელების ძებნის ოპერაციას. იუწყებიან, რომ ცეცხლსასროლის იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო სულ მცირე სამი კაცია გადაყვანილი საავადმყოფოში. საოპერაციო პალატაში იმყოფება ადგილობრივი პოლიციელი, რომელმაც სროლის შედეგად მრავლობითი ჭრილობა მიიღო.
XS
SM
MD
LG