Accessibility links

logo-print

"კიურიოსიტი" მარსზე დაჯდა


დღეს დილით აშშ-ის ყველგანმავალი "კიურიოსიტი" მარსზე დაჯდა. აშშ-ის კოსმოსური კვლევის ცენტრმა (ნასამ) დაადასტურა, რომ ყველგანმავლიდან მიიღეს სიგნალი და ვიდეოკადრები, რომლებიც მოწმობს, რომ კოსმოსური აპარატი მარსის ზედაპირზეა. ამ პლანეტაზე ის დაახლოებით ორ წელიწადს დაჰყოფს. მისი ამოცანაა, შეისწავლოს გეილის კრატერის ზედაპირი, სადაც, სპეციალისტების მოსაზრებით, სიცოხლის კვალის ნახვაა შესაძლებელი - მიკროორგანიზმების სახით. "კიურიოსიტის" პროექტი 2,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს პირველი ამერიკული ასტრობიოლოგიური ექსპედიციაა 1970-იანი წლებიდან.
XS
SM
MD
LG