Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის პოლიცია ოუკ-კრიკში თავდასხმას "შიდატერორისტულ ინციდენტს" უწოდებს


ამერიკის პოლიცია ვისკონსინის შტატის ქალაქ ოუკ-კრიკში მომხდარ თავდასხმას ”შიდატერორისტულ ინციდენტად” აფასებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის პოლიციის უფროსმა ჯონ ედვარდსმა განუცხადა. ამის მიუხედავად, თავდასმხმელის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ. ოუკ-კრიკში მდებარე სიქურ ტაძარში ატეხილი სროლის შედეგად შვიდი კაცი დაიღუპა. ცეცხლსასროლის იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო სულ მცირე სამი კაცია გადაყვანილი საავადმყოფოში. საოპერაციო პალატაში იმყოფება ადგილობრივი პოლიციელი, რომელმაც სროლის შედეგად მრავლობითი ჭრილობა მიიღო.
XS
SM
MD
LG