Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შშს: გროზნოს აფეთქებები არ არის დაკავშირებული ტერაქტთან


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, დღეს გროზნოში მომხდარი აფეთქებები არ არის დაკავშირებული თვითმკვლელ ტერორისტებთან. სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, შინაგანი ჯარების ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა დანაღმული რაიონის გეგმური განნაღმვითი სამუშაოების დროს. დაჭრილთა რიცხვი ზუსტდება. მანამდე საინფორმაციო სააგენტოები სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ საქმე ეხება ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც სამხედროებისა და პოლიციელების წინააღმდეგაა მიმართული.
XS
SM
MD
LG