Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ოლიმპიელებმა დღე გამარჯვებებით დაიწყეს


გამარჯვებით დაიწყო დღევანდელი ოლიმპიური დღე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამმა წევრმა: რევაზ ლაშხმა (60 კგ-მდე წონითი კატეგორია), ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) და გურამ ფერსელიძემ (120+ კგ). ლაშხმა აშკარა უპირატესობით სძლია ეგვიპტელ საიდ აბდელმონემ ჰამედს, ფერსელიძემ ასევე იოლად მოუგო ჩილელ ანდრეს ანტონიო აიუბ ვალენსუელას, ხოლო გეგეშიძემ შედარებით უფრო დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა აზერბაიჯანელი სამან თაჰმასები. ამრიგად სამივე ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ამ ეტაპზე ლაშხის მეტოქე იქნება ზაურ კურამაგომედოვი (რუსეთი), გეგეშიძისა - ვასილ რაჩიბა (უკრაინა), ხოლო ფერსელიძისა - მიხაინ ლოპეს ნუნიესი (კუბა). ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საღამოს ძალოსანი გია მაჭავარიანიც იასპარეზებს.
XS
SM
MD
LG