Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ქცევის წესების დარღვევასა და სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს მმართველ პარტიას


პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნოდ შეთანხმებული ქცევის წესების დარღვევასა და სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს მმართველ პარტიას. კოალიციამ დღეს კვლავ დაადასტურა ერთგულება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური მოქმედების დაუშვებლობის მიმართ. ”ქართული ოცნება” აღნიშნავს, რომ უპირობოდ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შეთავაზებულ 17-პუნქტიან დოკუმენტსაც და აიღო მისი პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება. ამასთან, კოალიცია შემაშფოთებელს უწოდებს ”მმართველი პარტიის მხრიდან ქცევის წესების სისტემატურად დარღვევას” და აცხადებს, რომ ”ბოლო დღეებში აჭარაში კვლავ დაფიქსირდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებაში ჩათრევის მცდელობა.” „მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ მომხდარი ფაქტები და ობიექტურად შეაფასონ“ - ნათქვამია ”ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG