Accessibility links

logo-print

კომპანია ”ბურჯში" აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან


აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან კომპანია ”ბურჯში,” რომლის ქონება გასულ კვირაში აუქციონზე თითქმის 9 მილიონ ლარად გაიყიდა იძულებით. აღსრულების ბიუროს განცხადებით, 2 აგვისტოს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც ”გახდება ქონების საბოლოოდ შემძენი და ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.” აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ ”ახორციელებს ფართების გამოთავისუფლებასა და მათ მომზადებას ახალი მესაკუთრისათვის გადასაცემად.” კომპანია ”ბურჯი” აუქციონზე მას შემდეგ გაიყიდა, რაც მან უკანონოდ მიიჩნია და არ გადაიხადა ”ქართული ოცნებისთვის” შეღავათიანი მომსახურების ბრალდებით, აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული 11-მილიონიანი ჯარიმა.
XS
SM
MD
LG