Accessibility links

logo-print

დღეიდან 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში "ხსოვნის კვირეული" მიმდინარეობს


დღეიდან 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში "ხსოვნის კვირეული" მიმდინარეობს. კვირეულის გამო საარჩევნო კამპანიას 2 დღით შეწყვეტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მისმა გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი ყველამ უნდა მიაგოს, ამიტომ 7 და 8 აგვისტოს მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას შეაჩერებს. მაჭავარიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს ოპონენტ პარტიებს, რომ მათაც თავი შეიკავონ პოლიტიკური აქტივობისგან.
XS
SM
MD
LG