Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაციამ ლონდონში კიდევ ერთი მედალი გაინაღდა


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი (60 კგ-მდე წონითი კატეგორია) ფინალში გავიდა და საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი გაუნაღდა. რომელი ხარისხის იქნება ეს ჯილდო, დღესვე, საღამოს გაირკვევა, როცა ლაშხი მსოფლიო ჩემპიონს, ირანელ ომიდ ჰაჯი ნორუზის დაუპირისპირდება. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს კიდევ ორი ქართველი ფალავანი: ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120+ კგ). საღამოსვე ოლიმპიურ ფიცარნაგზე იასპარეზებს ძალოსანი გია მაჭავარიანიც (105 კგ).
XS
SM
MD
LG