Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ავიაციამ მოკლა „ჰაყანის“ მეამბოხეთა ქსლის ლიდერი


ნატოს თანახმად, მისმა ავიაციამ მოკლა „ჰაყანის" მეამბოხეთა ქსლის ლიდერი, შერ მოჰამედ ჰაკიმი. ოპერაცია განხორციელდა კვირას, ლოგარის პროვინციაში, აღმოსავლეთ ავღანეთში. პროვინციის გუბერნატორის, რაჰიმზაის თქმით, ჰაკიმი თავის ხალხთან ერთად ხის ქვეშ იჯდა, როცა ავიაციამ მასზე იერიში მიიტანა და მოკლა. ოთხი სხვა პირი დაშავდა. გუბერნატორის თანახმად, ჰაკიმი გზების დანაღმვას აწარმოებდა. ნატოს ცნობით, ის იარაღის ტრანსპორტირებით იყო დაკავებული და უშუალოდ ემორჩილებოდა "ჰაყანის" ქსლის რეგიონულ ხელმძღვანელობას.
XS
SM
MD
LG