Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ირანის საელჩოსთან ჟურნალისტებმა პიკეტი მოაწყვეს


ირანის საელჩოსთან ბაქოში გაიმართა პიკეტი, რომლის მომწყობი
ჟურნალისტები მოითხოვდნენ ირანში დაპატიმრებული ორი აზერბაიჯანელი პოეტის განთავისუფლებას. შაჰრიანრ ჰაჯიზადე და ფარიდ ჰუსეინოვი მაისში დააკავეს ირანში მას მერე, რაც ისინი იქ ჩავიდნენ კულტურულ ღონისძებაში მონაწილეობის მისაღებად. ირანის მედია მათ აზერბაიჯანის საიუდუმლო სამსახურთან კავშირს და სეპარატიზმის გაღვივების მიზნით ირანში ხალხის გადაბირებაში დებდა ბრალს.
XS
SM
MD
LG