Accessibility links

logo-print

მადონა გამოესარჩლა ”პუსი რაიოტს”


პოპ მუსიკის ვარსკვლავი მადონა ”პუსი რაიოტის” წევრებს გამოესარჩლა. მან რუსეთს მოუწოდა არ მიუსაჯოს პატიმრობა პანკ ჯგუფის სამ წევრს, რომლებიც პუტინის საწინააღმდეგო აქციის გამო დააკავეს. მადონამ ”ასოშიეიტედ პრესს” განუცხადა, რომ ის ”ცენზურის წინააღმდეგია” და იმედი გამოთქვა, რომ ”მოსამართლე მათ მიმართ ლმობიერი იქნება და ისინი მალე გათავისუფლდებიან”. ”პუსი რაიოტის” სამი წევრი უკვე ხუთი თვეა საპატიმროში იმყოფება. მათ ბრალი ედებათ ხულიგნობაში და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღეს მოსკოვიის სასამართლო დაკავებულთა საქმეზე მხარეების არგუმენტებს მოისმენს.
XS
SM
MD
LG