Accessibility links

logo-print

ბრიტანული ბანკი უარყოფს აშშ-ის ბრალდებას


ლონდონში არსებული ბანკი - ”Standard Chartered Bank”-ი უარყოფს ბრალდებას მის მიერ აშშ-ის მიერ ირანის მიმართ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის შესახებ და აცხადებს, რომ ითანამშრომლა კიდეც აშშ-ის შესაბამის უწყებებთან. ”Standard Chartered Bank”-ი აცხადებს, რომ 2010 წლის იანვარში თავისი ნებით დაუკავშირდა აშშ-ის უწყებებს და გადასცა ინფორმაცია 2001-2007 წლებში ირანთან განხორციელებული ტრანსაქციების შესახებ. ბანკი აღნიშნავს, რომ შესაბამისი ჩანაწერების თანახმად, ის ”სრულად შეესაბამებოდა” აშშ-ის მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას, რომელთა მიზანი ირანის ბირთვული პროგრამისა და ტერორისტთა ჯგუფების დაფინანსებისთვის ხელისშეშლა იყო. ბრიტანული ბანკი აცხადებს, რომ გაოცებულია ნიუ იორკის შტატის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელის ბენჯამინ ლოუსკის ორშაბათის განცხადებით იმის შესახებ, რომ 2001-2007 წლებში ”Standard Chartered Bank”-ი ირანის მთავრობასთან ერთად ჩართული იყო $250 მილიარდი დოლარის ”გარეცხვის” სქემაში, რითაც საფრთხე შეუქმნა აშშ-ის საფინანსო სისტემას.
XS
SM
MD
LG