Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტემ ”ურჯულოები” უწოდა თავდამსხმელებს


ისრაელის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, ისრაელმა დღეს ეგვიპტეს გადასცა ექვსი მოკლული თავდამსხმელის გვამები. კვირას შეიარაღებულმა პირებმა დახოცეს 16 ეგვიპტელი მესაზღვრე და მოტაცებული ჯავშანმანქანით შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე. ინციდენტი სინას რაიონში მოხდა. ისრაელის უშიშროების ჯარებმა შეძლეს თავდამსხმელების ლიკვიდაცია. ეგვიპტის ხელისუფლებამ ”ურჯულოები” უწოდა თავდამსხმელ ისლამისტ მეამბოხეებს და საპასუხო ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა. ისრაელმა ეგვიპტეს მოუწოდა, გაამკაცროს კონტროლი სინას რაიონში. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ თავდასხმამ უნდა ”გამოაფხიზლოს” კაირო. ეგვიპტის ახალმა პრეზიდენმა მუჰამად მორსიმ განაცხადა, რომ ”სრულ კონტროლს” დაამყარებს სინაზე. მორსის თქმით, მეამბოხეებს ”ძვირად დაუჯდებათ” კვირას განხორციელებული თავდასხმა.
XS
SM
MD
LG