Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის საკითხების განსახილველად ეწვია თურქეთს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეჰი თურქეთში იმყოფება, რათა განიხილოს სირიის კონფლიქტი და იქ ათობით ირანილის გატაცების შემთხვევა. ირანის საელჩოს თქმით, სამშაბათს სალეჰი ანკარაში შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმედ დავუთოღლუს. სირიელმა მეამბოხეებმა რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ იბრძვიან, შაბათს, დამასკის მახლობლად 48 ირანელი მოიტაცეს. ორშაბათს მეამბოხეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამი ირანელი სამთავრობო ჯარის მიერ განხორციელებული დაბომბვისას დაიღუპა. ირანის ხელისუფალთა თქმით, მოტაცებულები შიიტური ტაძრის მომლოცველები იყვნენ, მაგრამ მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ ხსენებული პირები სირიაში დაზვერვაზე მყოფი, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები არიან. სალეჰმა თავის თურქსა და კატარელ კოლეგებს სთხოვა, მას ტყვეთა უსაფრთხო გათავისუფლებაში დაეხმარონ. ირანი სირიის ახლო მოკავშირეა, ხოლო თურქეთი რეგიონში ასადის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია.
XS
SM
MD
LG