Accessibility links

logo-print

პროკურორი „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის სამწლიან პატიმრობას ითხოვს


მოსკოვის ხამოვნიკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორმა სასჯელის ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის. ბრალმდებლის აზრით, გამოძიებამ უცილობლად დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ქალები დამნაშავენი არიან ხულიგნობაში. პროკურორმა დასძინა, რომ მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადახდილი „პანკ-პარაკლისი“ პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და მისი მეშვეობით განსასჯელები ზიზღისა და შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ. „პუსი რაიოტის“ წევრების, მარია ალიოხინას, ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და ეკატერინა სამუცევიჩის ადვოკატები განსასჯელთა გამართლებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG