Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეაპოლის სასამართლო ათ დღეში გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა მელნიჩენკო უკრაინას


იტალიის ქალაქ ნეაპოლის სასამართლო ათ დღეში გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი მაიორის მიკოლა მელნიჩენკოს ექსტრადიციასთან დაკავშირებით. 3 აგვისტოს მელნიჩენკო ინტერპოლის ბრძანებით დააკავეს ნეაპოლში. ის იქ ჩავიდა აშშ-იდან, სადაც რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 1998-2000 წლებში მელნიჩენკომ მალულად ჩაიწერა საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან. 2000 წელს ჩანაწერის გამოქვეყნებამ მკვეთრად იმოქმედა უკრაინის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. ჩანაწერებმა გამოააშკარავეს პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობა 2000 წელს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში. ორშაბათს მელნიჩენკოს ადვოკატმა განაცხადა, რომ ნეაპოლის სასამართლო განიხილავს მელნიჩენკოს თხოვნას, არ გადასცენ უკრაინას, და საბოლოო გადაწყვეტილებას ათ დღეში გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG