Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარის ყოფილი პოლიტპატიმარი საპარლამენტო კომიტეტს უხელმძღვანელებს


მიანმარის ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი სათავეში ჩაუდგება ახალ საპარლამენტო კომიტეტს, რომლის ამოცანა ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ზრუნვა იქნება. სამშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აუმ სან სუ ჩი უხელმძღვანელებს 15-წევრიან ჯგუფს, რომლის სახელწოდებაა „კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და სტაბილურობის კომიტეტი“. მიანმარის ხელისუფლება საერთაშორისო კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რახინის შტატში ვერ შეძლეს როჰინჯას მუსლიმური ეთნიკური ჯგუფის დაცვა რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობისგან. ივნისში მომხდარი შეტაკებების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით პირს თავისი სახლ-კარის დატოვება მოუხდა. სუ ჩი, ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, აპრილში აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად. მრავალწლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ ეს წინსვლა მიიჩნევა ახალი მთავრობის დემოკრატიული განვითარების მტკიცებულებად; რამაც, თავის მხრივ, ამან კი განაპირობა რამდენიმე საერთაშორისო სანქციის მოხსნა.
XS
SM
MD
LG