Accessibility links

logo-print

7-8 აგვისტოს საარჩევნო კამპანია შეაჩერა პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა


საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში 2 დღით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 7-8 აგვისტოს საარჩევნო კამპანია შეაჩერა პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებთან ერთად დღეს პარლამენტის შენობასთან წუთიერი დუმილით მიაგო პატივი აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. ბაქრაძემ 2008 წლის აგვისტოს საქართველოს უახლეს ისტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი უწოდა. ”ვთხოვ ყველა კოლეგას თუ ოპონენტს, ვიდავოთ ნებისმიერ თემაზე, გაგვაკრიტიკეთ ნებისმიერ საკითხზე, გაგვლანძღეთ ჩვენ, მაგრამ ნუ გალანძღავთ ქვეყანას, ნუ გავქელავთ დაღუპული მებრძოლების ღირსებას და ნუ ვიტყვით, რომ საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ ბოლო 200 წელია რუსეთი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ამ ბრძოლის შედეგი იყო სამჯერ პირდაპირი აგრესიის და სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, საქართველოს გამთლიანებისთვის ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.
XS
SM
MD
LG