Accessibility links

logo-print

კიშინიოვი ადასტურებს ჯაშუშობის ეჭვით მოლდაველი ჟურნალისტის დაკავებას


კიევში მოლდავეთის საელჩომ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს მოლდავეთის მოქალაქე სემიონ ნიკულინი. უკრაინის გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა ნიკულინი - ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „მოლდპრესის“ ყოფილი თანამშრომელი - 13 აპრილს, ოდესაში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ახლა ნიკულინი კიევში იმყოფება. მოლდავეთის საელჩოს თანახმად, მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინის ხელმძღვანელობასთან ნიკულინის გათავისუფლების თაობაზე. როგორც მოლდავეთის მედია იტყობინება, ნიკულინი ოდესაში მყოფი უკრაინის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღების მცდელობისას დააკავეს. საქმის დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG