Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე ხელისუფლებას ორი დღით სრული დუმილისკენ მოუწოდებს


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ორი დღით სრული დუმილი შეინარჩუნოს და ამით მაინც მოიბოდიშოს უბედურებისთვის, რომელიც მისი უგუნური პოლიტიკის გამო საქართველოს თავს დაატყდა - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი ყველაზე დიდი ტრაგედიაა ქვეყნის უახლეს ისტორიაში და წარმოადგენდა რუსეთის პროვოკაციას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წამოეგო. "ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად კოალიცია ‘ქართული ოცნება’ აცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყაანაა, რომელსაც დაპყრობილი აქვს საქართველოს 20%, რომელმაც სოხუმსა და ცხინვალში საელჩოები გახსნა, ამ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას არ აძლევს ევროკავშირის მეთვალყურეებს, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და ის საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გავიდეს” - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” პატივს მიაგებს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
XS
SM
MD
LG