Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის მთავარ დამნაშავეებად მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ


2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის გამო მთავარ დამნაშავეებად მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს საქართველოს ლეიბორისტული პარტია. "ოთხი წლის წინ, კრიმინალი ოლიგარქის ივანიშვილის მილიარდებით აღზევებული ვაიმთავარსარდლის სააკაშვილის ბრძანებით, ქართულ ქალაქ ცხინვალზე თავდასხმა გახდა საბაბი რუსეთის ჯარის შემოჭრისა, რამაც დე იურე დაშალა ერთიანი ქართული სახელმწიფო” - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მისი შეფასებით, ოკუპაციის თანაავტორია სააკაშვილ-ივანიშვილის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც იმართება აშშ-ის ყველაზე რეაქციული სამხედრო პოლიტიკური წრეებიდან. ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, ”უკუაგდოს ნატოურ-ამერიკანისტული არჩევანი" და მხარი დაუჭიროს ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც უარს იტყვის ნატოზე, რუსეთთან ურთიერთობას აღადგენს და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაიბრუნებს.
XS
SM
MD
LG