Accessibility links

ავღანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა


თანამდებობიდან გადადგა ავღანეთის თავდაცვის მინისტრი, აბდულ რაჰიმ ვარდაკი. გასულ კვირაში მას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა თავდაცვის პოლიტიკის არასწორად წარმართვისთვის. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ვარდაკი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა. ვარდაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატივს სცემს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ტოვებს პოსტს. თუმცა, მისივე თქმით, ეს გაართულებს ნატოს იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებლობის ჩაბარებას ავღანეთის სამხედრო ძალებისთვის.
XS
SM
MD
LG