Accessibility links

logo-print

რუსეთი აცხადებს, რომ "კავკასია-2012" სხვა ქვეყნებს და სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის


რუსეთის მიერ სექტემბერში დაგეგმილი წვრთნა „კავკასია-2012“ სხვა ქვეყნებს და სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის - ამის შესახებ დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ პოსტნიკოვმა. მისი თქმით, სწავლება ფართომასშტაბიანი არ იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებს 8 ათასამდე სამხედრო, 200 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, დაახლოებით 100 ერთეული საარტილერიო დანადგარი და ათამდე გემი. გენერლის ცნობით, სამხედრო წვრთნა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. პოსტნიკოვის განცხადებით, ზოგიერთ მეზობელთან დამატებითი დაძაბულობის გამოსარიცხად, სწავლებაში მონაწილეობას არ მიიღებენ სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების ქვედანაყოფები.
XS
SM
MD
LG