Accessibility links

logo-print

"დედათა კომიტეტმა" არასამთავრობო სექტორსა და უფლებადამცველებს მიმართა


პატიმართა და პრობაციონერთა ოჯახის წევრებით დაკომპლექტებულმა ორგანიზაციამ, "დედათა კომიტეტმა" არასამთავრობო სექტორსა და უფლებადამცველებს მიმართა. კომიტეტი აცხადებს, რომ დღითიდღე იზრდება უკანონო პატიმარებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაკავებული ადამიანების რაოდენობა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად საგანგაშო ზღვარს მიაღწია. "დედათა კომიტეტი" აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება შექმნას სისხლის სამართლის საქმეთა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული, სინდისის პატიმრების, პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანებისა და პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა საქმეებს განიხილავს, დასკვნებს კი, გააცნობს საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდის რეკომენდაციებს.
XS
SM
MD
LG