Accessibility links

logo-print

მინსკში მოკლეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბონდო შალიკიანი


მინსკში მოკლეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბონდო შალიკიანი. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა ”გრუზია ონლაინი” იუწყება. მისივე ცნობით, მოკლულია შალიკიანის თანმხლები მამაკაციც. ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს გადასახადებისთვის თავის არიდების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით. ოპერაციას შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ბონდო შალიკიანი გაათავისუფლეს და ის ბოლო წლებში საზღვარგარეთ ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG