Accessibility links

logo-print

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი სავალალო მდგომარეობაშია. სხვადასხვა ქვეყნებიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი განადგურებულია. ბოტანიკური ბაღი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აცხადებდნენ, რომ მისი მოვლა-პატრონობა მათ კომპეტნციაში არ შედის. გასული წლის ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთრებაში უვადოდ გადასცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ მაშინ ინტერნეგამოცემა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ „ მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორებთან, რათა ბოტანიკურ ბაღში აუცილებელი სამუშაოები ჩატარდეს“ . ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „აუცილებელი სამუშაოები“ ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG