Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა დაღუპული ჯარისკაცის დედას შეჰფიცა


„არავის არ შევარჩენთ მის სისხლს, არავის“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის, გელა თიგიშვილის დედას. სერჟანტი თიგიშვილი 4 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მისი ამოცნობა დნმ-ის ანალიზის საშუალებით, მხოლოდ 4 აგვისტოს მოხერხდა. ქართველი ჯარისკაცი 7 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. სერჟანტი თიგიშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
XS
SM
MD
LG