Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს კონტინგენტის ორი ჯარისკაცი მოკლეს


სამშაბათს ავღანეთში ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ერთი ჯარისკაცი ქვეყნის აღმოსავლეთში თალიბების იერიშის დროს მოკლეს, მეორე კი სამხრეთში ნაღმზე აფეთქების დრო დაიღუპა. არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობაზე. ქვეყნის აღმოსავლეთით ლოგარის პროვინციაში, სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 2 ამერიკელი და 11 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა.
XS
SM
MD
LG