Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ახსნა-განმარტებებისათვის სასამართლოში გამოიძახეს


პაკისტანის უმალესმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პაჯა პერვეზ აშრაფი გამოიძახა და მოსთხოვა აეხსნა, თუ რატომ არ გასცა განკარგულება განეახლებინა საქმე ქვეყნის პრეზიდენტის, ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ. ზარდარის ბრალი კორუფციაში ედება. ორი თვის წინ პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ გადააყენა აშრაფის წინამორბედი, იუსუფ რაზა გილანი, ცნო რა ის დამნაშავედ სასამართლოსადმი უპატივცემულობაში, რადგან მან არ განაახლა გამოძიება ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG