Accessibility links

პუტინის თქმით, რუსეთს აგვისტოს ომამდე ჰქონდა საქართველოს საწინააღმდეგო გეგმა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთს აგვისტოს ომამდე ჰქონდა გეგმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს აგრესიის საწინააღმდეგოდ და მის ფარგლებში მიმდინარეობდა ოსი მეამბოხეების მომზადება. ”საიდუმლო არ არის, რომ გეგმა გენერალურმა შტაბმა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და ჩემთან შეათანხმა” - განუცხადა დღეს პუტინმა ჟურნალისტებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო სპეციალისტები საქართველოს რეგულარულ არმიასთან საბრძოლველად სამხრეთ ოსეთის მეამბოხეების მომზადებას უსარგებლოდ მიიჩნევდნენ, თუმცა, საბოლოოდ ისინი ძალიან საჭირონი აღმოჩნდნენ და რუსეთის არმიის დახმარებამდე სამი დღე-ღამის განმავლობაში სამშობლოს გმირულად იცავდნენ. რაც შეეხება რუსეთის სამხედროების მოქმედებას, პუტინის განცხადებით, საიდუმლო არც ის არის, რომ გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკა და სხვა ზომებიც გატარდა. ჟურნალისტების შეკითხვას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში პირადი მონაწილეობის შესახებ, პუტინმა უპასუხა: ”დიახ, პეკინში ყოფნისას 7 და 8 აგვისტოს ორჯერ დავურეკე დმიტრი ანატოლის ძეს და თავდაცვის მინისტრს.”
XS
SM
MD
LG