Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი “ბლეკუოტერის" კომპანია მზად არის, გადაიხადოს ჯარიმა


აშშ-ის უსაფრთხოების კერძო სააგენტო, რომელიც უწინ „ბლეკუოტერის“ სახელით იყო ცნობილი, თანახმაა გადაიხადოს 7,5-მილიონდოლარიანი ჯარიმა იარაღით უკანონო ვაჭრობისა და სუდანში, ამ ქვეყნის მიმართ დაწესებული სავაჭრო სანქციების მიუხედავად, მოღვაწეობის გამო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო კომპანიას ბრალს სდებს არალეგალური იარაღის შენახვისა და გაყიდვის 17 კრიმინალური შემთხვევის გამო. სამშაბათს შტატების სასამართლოში დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კომპანია თანახმაა გააცნობიეროს საკუთარი არასწორი მოქმედებები. უსაფრთხოების ამ კერძო სააგენტოს ამჟამად ახალი მმართველი ჰყავს, ხოლო კომპანიას ახალი სახელწოდება - “Academy LLC”. სააგენტომ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სურს მოაგვაროს ძველი საკითხები და განაგრძოს წინსვლა. ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ ერიკ პრინცმა, რომელმაც „ბლეკუოტერი“ 1997 წელს დააარსა და რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასთან, საკუთარი წილი 2012 წლის დეკემბერში გაყიდა. „ბლეკუოტერმა“ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია ერაყში მომხდარი სროლებისა და სხვა არასწორი ქმედებების გამო.
XS
SM
MD
LG